Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

მისასალმებელი სიტყვა

მისასალმებელი სიტყვა

მოგესალმებით ქალაქ სტამბოლში (თურქეთის რესპუბლიკა) საქართველოს გენერალური საკონსულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

საქართველოს გენერალური საკონსულო ქალაქ სტამბოლში 1998 წელს გაიხსნა. გენერალური საკონსულოს გადაფარვის არეალია სტამბოლის, ედირნეს, თექირდაღის, ქირქლარელის, ქოჯაელის, იალოვას, ბურსას, ბალიქესირის, ჩანაქალეს, საქარიას, ბილეჯექის, ქუთაჰიას, მანისას და უშაქის ოლქები. ქალაქ სტამბოლში გენერალური საკონსულოს მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს, საკონსულოს დაფარვის ოლქში საქართველოს მოქალაქეებისა და იურიდიულ პირების უფლებებისა და ინტერესების დაცვა. უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობა ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, ვაჭრობა, ჰუმანიტარული და კულტურული კავშირები, ტურიზმი,  დიასპორასთან კავშირების გაღრმავება და დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მხარდაჭერა. 

საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 21 მაისს აღდგა. საქართველოს მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბდა მტკიცე ურთიერთობები. საქართველო-თურქეთს შორის თანამშრომლობა სტრატეგიულ ხასიათს ატარებს და წარმატებით ვითარდება როგორც პოლიტიკურ, ასევე სავაჭრო-ეკონომიკურ, თავდაცვის და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროებში.

გენერალური საკონსულოს ვებ-გვერდი, აგრეთვე,  Facebook-ისა (@GeorgiainIstanbul) და Twitter-ის (@Geoinstanbul) ოფიციალური გვერდები საშუალებას მოგცემთ თვალყური ადევნოთ ქალაქ სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს საქმიანობას, გაეცნოთ სხვადასხვა სახის სიახლეებს, მიიღოთ სასარგებლო  ინფორმაცია როგორც თურქეთში, ასევე საქართველოში მიმდინარე მოვლენებისა და სიახლეების შესახებ.

იმედს გამოვთქვამ, რომ ჩვენი ვებ-გვერდით მიღებული ინფორმაცია სასარგებლო იქნება თქვენთვის. 

ალექსანდრე ჯიშკარიანი
საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლი