საკონსულო მომსახურების პორტალი
საკონსულო მომსახურებები
საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტს შექმნილი აქვს სპეციალური ვებ-გვერდი, რომელიც დაგეხმარებათ საჭირო ინფორმაციისა და მომსახურების გამარტივებულად მიღებაში.
ვებ-გვერდი შეიცავს ინფორმაციას საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საქმიანობის შესახებ. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის შემდეგ შესაძლებელია რიგი საკონსულო მომსახურებების დისტანციური მიღება. ეს დაზოგავს თქვენს დროსა და ფინანსებს. ელექტრონული განაცხადის რეგისტრაციის პროცესში შეგიძლიათ იხელმძღვანელოთ ინსტრუქციით ან/და ვიდეო დახმარებით, რომელიც დეტალურად განმარტავს რეგისტრაციისას გასავლელ თითოეულ ეტაპს.
ვებ-გვერდის მეშვეობით თქვენ შეგიძლიათ:
- გაეცნოთ ინფორმაციას როგორც საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების, ისე საკონსულო დეპარტამენტის მომსახურებების, ტარიფებისა და შეღავათების შესახებ.
- დაარეგისტრიროთ ელექტრონული განაცხადი და მიიღოთ რიგი საკონსულო მომსახურებები სახლიდან გაუსვლელად.
- მიიღოთ ინფორმაცია საქართველოსა და უცხო ქვეყნების სავიზო პროცედურების შესახებ.
- ისარგებლოთ განცხადებების ელექტრონული რეესტრით, იხილოთ რეგისტრირებული განცხადება და მისი განხილვის ეტაპი.
- დადგეთ საკონსულო აღრიცხვაზე, თქვენი უფლებებისა და კანონიერი ინტერესების ეფექტურად დაცვის მიზნით.
- საზღვარგარეთ გამგზავრებამდე გაეცნოთ სასარგებლო ინფორმაციას ცალკეული ქვეყნის შესახებ.
- მოიძიოთ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო სამსახურების საკონტაქტო ინფორმაცია.
საკონსულო ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს საკონსულო მომსახურების ვებ-გვერდზე:
ვიზიტის დაჯავშნის (რანდევუს აღების) ინსტრუქცია
საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულოში რანდევუს აღებისთვის საჭირო პროცედურები
- ააქტიურებთ საიტს https://geoconsul.gov.ge/;
- ირჩევთ ელ.განაცხადის რეგისტრაციას;
- აჭერთ ღილაკს „დადასტურება“;
- ირჩევთ გრაფას „საქართველოს მოქალაქე“;
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- აირჩიეთ საქართველოს საკონსულო სამსახური - „ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო“;
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- გამოჩნდება ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართი
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- მიუთითეთ პერსონალური მონაცემი (რჩევა: სანამ შეავსებთ ველებს დააჭირეთ ღილაკზე „შემდეგი“ და დადასტურება. სავალდებულოა მხოლოდ გაწითლებული გრაფების შევსება. ფოტოს ატვირთვა არ არის სავალდებულო);
- არ მონიშნოთ ანკეტის ბოლოში არსებული გრაფა „საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა“;
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- აირჩიეთ საკონსულო მომსახურეობის სახეობა;
- თითოეული საკონსულო მოქმედებისთვის საჭიროა ცალკე რანდევუს აღება (შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოქმედების მონიშვნა);
- სახეობის არჩევის შემდგომ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ისრის საშუალებით ირჩევთ „ვიზიტი საკონსულოში“;
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- დოკუმენტები/კომენტარი (სასურველია ატვირთოთ დოკუმენტები)
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- დაჯავშნეთ მომსახურების მიღების სასურველი დრო (გამოჩნდება კალენდარი. მარცხენა ზედა კუთხეში წითელ ფონზე გამოჩნდება თქვენს მიერ შერჩეული მომსახურეობის სახეობა/ები (კალათი), მაუსის კურსორით მონიშნეთ კალათი და ხელის აშვების გარეშე, გადაიტანეთ კალენდარზე, სადაც თავისუფალი დრო მონიშნულია ლურჯი ფერით).
- აჭერთ ღილაკს „შემდეგი“;
- გადადიხართ ელ. განაცხადის რეგისტრაციის გვერდზე, სადაც ამოწმებთ თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციას და სისწორის შემთხვევაში, ბოლოში მონიშნავთ „მომსახურეობის წესებზე და პირობებზე თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი ველი“-ს, რომლის მონიშვნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება უსაფრთხოების კოდი, რომელიც შეგყავთ ეკრანზე გამოსახულ ფანჯარაში. აჭერთ ელ. განაცხადის რეგისტრაციას.)
- გაიხსნება ფანჯარა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ელ. განაცხადი წარმატებით დარეგიტრირდა (შემდეგ ბეჭდავთ ელ. განაცხადს) სადაც მითითებულია, საკონსულო მომსახურების მიღების ფორმისა და დროის შესახებ ინფორმაცია.
- აჭერთ დასასრული - გამოსვლა.
სატელეფონო კონსულტაციისათვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ყოველ ორშაბათს, სამშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს 14 საათიდან 17 საათამდე, გარდა შაბათ-კვირისა და ოფიციალური უქმე დღეებისა.
განსაკუთრებულ შემთხვევებში, ისეთი როგორიცაა უბედური შემთხვევა, მოქალაქის გარდაცვალება, დაკავება და სხვა, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე: +90 541 818 44 00