საკონსულოში ვიზიტის დაჯავშნის (რანდევუს აღების) ინსტრუქცია
ნებისმიერი ბრაუზერიდან გახსენით ვებ გვერდი geoconsul.gov.ge
მარცხენა ზედა კუთხეში აირჩიეთ „ელ.განაცხადის რეგისტრაცია“
შემდეგ ირჩევთ „დაიწყე ელ. განაცხადის შევსება“
აჭერთ ღილაკს „საქართველოს მოქალაქე“
ირჩევთ ქვეყნებს „თ“ ასოზე, შემდეგნაირად:
ირჩევთ თურქეთს
ირჩევთ ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს
თუ მომდევნო ეტაპზე გამოჩნდა "გაფრთხილება", ე.ი. ამ დროისთვის თავისუფალი ადგილები ამოწურულია, შესაბამისად, გთხოვთ, მოგვიანებით სცადოთ ვიზიტის დაჯავშნა.
.gif)
_1.gif)
.gif)
_1.gif)
.gif)
_1.gif)
.gif)
შემდეგ ეტაპზე გამოჩნდება კალენდარი, სადაც ჯერ ირჩევთ სასურველ (1) დღეს, შემდეგ ირჩევთ სასურველ (2) დროს (საათს) და აჭერთ ღილაკს (3) „შემდეგი“
მომდევნო ეტაპზე ისევ აჭერთ ღილაკს „შემდეგი“
შემდგომ შეგყავთ პერსონალური მონაცემები (წითელი ფიფქით მონიშნული ველების შევსება, სავალდებულოა). გთხოვთ, ელ. ფოსტის მისამართი მიუთითოთ სწორად, ვინაიდან პროცესის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, შესაბამისი შეტყობინება იგზავნება ელ. ფოსტაზე
იმავე გვერდის ბოლოში უნდა დაეთანხმოთ (მონიშნოთ) (1) ვიზიტის დაჯავშნის წესებსა და პირობებს, შემდგომ კი (2) „შემდეგი“ ღილაკზე დაჭერით აგრძელებთ პროცესს
_1.gif)
.gif)
_1.gif)
.gif)