Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

სტამბოლში OECD-ის გლობალური ფორუმი გაიმართა

2026 წლის 21 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, პაატა სალიამ სტამბოლში OECD-ის გლობალურ ფორუმში მიიღო მონაწილეობა, რომელიც თურქეთის მთავრობისა და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ერთობლივი ინიციატივით ჩატარდა.

იუსტიციის მინისტრმა სიტყვით გამოსვლაში ღონისძიების მონაწილეებს ახალი ტექნოლოგიების დანერგვის სფეროში საქართველოს წარმატებული გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, ამ პროცესის მნიშვნელობა განსაკუთრებით დიდია მართლმსაჯულების სფეროში, სადაც ეფექტიანობა და ხელმისაწვდომობა მჭიდრო კავშირში უნდა იყოს გამჭვირვალობასა და სამართლის უზენაესობასთან. პაატა სალიამ აღნიშნა, რომ ციფრული ტრანსფორმაციის საბოლოო მიზანი საჯარო ინსტიტუტებთან მოქალაქეების ურთიერთობის გამარტივებაა, რაც მათთვის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების შეთავაზებას გულისხმობს.

ფორუმის ფარგლებში, პაატა სალია ხორვატიის იუსტიციის მინისტრ დამირ ჰაბიიანს შეხვდა. საუბარი შეეხო ციფრული ტრანსფორმაციისა და ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობების გამოყენების მნიშვნელობას მართლმსაჯულების სფეროს ეფექტიანობისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის, აგრეთვე, სამართლის უზენაესობის განმტკიცების პროცესში. მხარეებმა ასევე ისაუბრეს პენიტენციურ სისტემაში გატარებულ წარმატებულ რეფორმებზე.

გლობალურ სამიტში OECD-ის წევრი ქვეყნების აღმასრულებელმა და სასამართლო ხელისუფლების პირველმა პირებმა მიიღეს მონაწილეობა. საქართველოს მხრიდან, ფორუმს ასევე ესწრებოდნენ მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი და საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში ალექსანდრე ჯიშკარიანი.