გენერალური კონსულის შეხვედრა სტამბოლის ვიცე-გუბერნატორთან
2026 წლის 26 ოქტომბერს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, შეხვედრა გამართა სტამბოლის ვიცე-გუბერნატორთან, ბექირ დინქირჯისთან. შეხვედრაზე მხარეებმა თურქეთის შესაბამის სამსახურებსა და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოს შორის სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის შესაძლებლობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
