Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ენის დღის აღსანიშნავი საზეიმო ღონისძიება

2025 წლის 13 აპრილს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი, საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად, სტამბოლში მოქმედი ქართული დიასპორული ორგანიზაციების მიერ ერთობლივი ძალისხმევით გამართულ ქართული ენის დღის აღსანიშნავ საზეიმო ღონისძიებას დაესწრო.
ღონისძიების ფარგლებში სტამბოლში მოქმედი ქართული ენის შემსწავლელი კურსების მოსწავლეებმა დამსწრე საზოგადოებას წარუდგინეს მრავალფეროვანი კულტურული პროგრამა - ქართული პოლიფონიური კომპოზიციები შეასრულა სტამბოლის ქართული ხელოვნების სახლის ანსამბლმა, ღონისძიების მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა გაცნობოდნენ თურქეთში მოღვაწე კალიგრაფის, სელამი გუმუშის ნამუშევრებს. დიასპორული ორგანიზაციების მიერ გაიმართა ქართულ ენასთან დაკავშირებული თემატური გამოფენები.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, რომელმაც განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა ღონისძიების ორგანიზატორებსა და მონაწილეებს, ასევე ისაუბრა ქართული ენის დაცვისა და პოპულარიზაციის მნიშვნელობაზე.
აღსანიშნავია, რომ „საკვირაო სკოლების მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსა და სტამბოლში გენერალური საკონსულოს ჩართულობით, ქ. სტამბოლში მოქმედ ასოციაციებს გადაეცათ ქართული ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები.