გენერალური კონსული ფოლკლორული ანსამბლის „გენის" კონცერტს დაესწრო
2026 წლის 26 აპრილს, ქ. სტამბოლში, „ათათურქის კულტურის ცენტრში", საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი, გენერალური საკონსულოს თანამშრომლებთან ერთად დაესწრო ქ. ქუთაისის ბავშვთა ფოლკლორული ანსამბლის „გენის" კონცერტს.
ღონისძიება, რომელიც გენერალური საკონსულოს ჩართულობით გაიმართა, ჩატარდა თურქეთის ეროვნული სუვერენიტეტისა და ბავშვთა დღისადმი მიძღვნილი ფესტივალის ფარგლებში.
„ათათურქის კულტურის ცენტრის სცენაზე" პირველად გაიმართა ქართული ფოლკლორული ანსამბლის წარმოდგენა. კონცერტი სრული ანშლაგით ჩატარდა და მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა.
