Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა სტამბოლის ეკონომიკური სამიტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან

2025 წლის 28 აპრილს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა სტამბოლის ეკონომიკური სამიტის აღმასრულებელი საბჭოს თავმჯდომარესთან, აბდულა დეღერთან.
შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სტამბოლის ეკონომიკურ სამიტში, რომელიც 2025 წლის 11-12 დეკემბერს გაიმართება, ქართული მხარის შესაძლო მონაწილეობის საკითხი განიხილეს. აღინიშნა ორ ქვეყანას შორის არსებული მზარდი ეკონომიკური კავშირები და თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები, მათ შორის, რეგიონულ ეკონომიკურ ფორუმებზე მონაწილეობის მეშვეობით.
სტამბოლის ეკონომიკური სამიტი არის საერთაშორისო ღონისძიება, რომელშიც ყოველწლიურად მონაწილეობას იღებენ პოლიტიკოსები, ბიზნეს ლიდერები და ექსპერტები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ეკონომიკური ტენდენციების, ინოვაციებისა და მდგრადი განვითარების საკითხების განსახილველად, ასევე საერთაშორისო თანამშრომლობისა და ინვესტიციების წასახალისებლად.