გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი, ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი ფილმის პრემიერას დაესწრო
2023 წლის 13 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში ქართულ-თურქული კოპროდუქციით შექმნილი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის –„ხიდი“ პრემიერა გაიმართა.
ფილმი კინოსტუდია “ქართული ფილმი”-სა და თურქული კომპანია „AISI“-ის პირველი ქართულ-თურქული ერთობლივი პროექტია, რომელიც ნამდვილ ისტორიას ეფუძვნება და მასში მონაწილეობენ როგორც ქართული, ასევე თურქული კინოს ვარსკვლავები.
ქ. სტამბოლში ფილმის პრემიერას საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი და გენერალური საკონსულოს თანამშრომლები, ასევე სტამბოლში ქართული დიასპორის, ადგილობრივი ხელისუფლების, ბიზნეს წრეების, კულტურისა და მედიის წარმომადგენლები, აგრეთვე საქართველოდან მოწვეული სტუმრები და ქართველი სტუდენტები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ფილმის პრემიერა ფართოდ იქნა გაშუქებული თურქული მედია საშუალებების მიერ:
Yeni Çağrı Gazetesi: https://www.yenicagri.com/gurcistan-turkiye-ortak-yapimi...
Ulusalhaberim: https://www.ulusalhaberim.com/.../kopru-gurcistan-ve.../