გენერალურმა კონსულმა ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის (BAU) საერთაშორისო დიპლომატიური სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა.
2025 წლის 14 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, გენერალურ საკონსულოში ბაჰჩეშეჰირის უნივერსიტეტის (BAU) საერთაშორისო დიპლომატიური სკოლის სტუდენტებს უმასპინძლა.
შეხვედრაზე გენერალურმა კონსულმა ისაუბრა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე, დიპლომატის პროფესიის თავისებურებებსა და გენერალური საკონსულოს საქმიანობის პრიორიტეტებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებს, ასევე ახალგაზრდების მნიშვნელოვან როლს ხალხებს შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცებაში.
