Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა ქ.სტამბოლის გუბერნატორის მოადგილესთან

2025 წლის 24 იანვარს, ქ. სტამბოლში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, შეხვედრა გამართა სტამბოლის გუბერნატორის მოადგილესთან, მეჰმეთ სულუნთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ, კულტურულ და სხვა პრიორიტეტულ სფეროებში თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები, ასევე 2024 წლის თანამშრომლობის შედეგები და სამომავლო გეგმები განიხილეს.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვის ეფექტიანი განხორციელების მიზნით თურქეთის შესაბამის სამსახურებსა და ქ. სტამბოლში გენერალურ საკონსულოს შორის არსებული თანამშრომლობის შემდგომი განვითარების საკითხებს.
ხაზგასმით აღინიშნა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომ გაღრმავებასა და განვითარებას განაპირობებს.