Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

დიასპორულ ორგანიზაციებთან შეხვედრა

2025 წლის 28 იანვარს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა გენერალურ საკონსულოში შეხვედრა გამართა ქ. სტამბოლში მოქმედი დიასპორული ორგანიზაციების ხელმძღვანელ პირებთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა 2024 წლის მანძილზე გენერალური საკონსულოსა და ხსენებული ორგანიზაციების ჩართულობით განხორციელებული სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ასევე სამომავლო გეგმები. გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა ქართული დიასპორული ორგანიზაციების საქმიანობის მნიშვნელობას ხალხთა შორის კონტაქტებისა და ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების საქმეში.
მხარეები შეთანხმდნენ განაგრძონ თანამშრომლობა არსებული კავშირების შემდგომი გაღრმავებისა და დიასპორის საჭიროებებზე მორგებული პროექტების ერთობლივი განხორციელების მიზნით. შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ქ. სტამბოლში მოქმედი შემდეგი დიასპორული ორგანიზაციების თავმჯდომარეებმა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრებმა: „შოთა რუსთაველის სახელობის ქართული კულტურის ცენტრი“, „ქართული კულტურის ცენტრი“, „ბეიქოზის ბათუმისა და მისი შემოგარენის ქართული კულტურის ასოციაცია“, „ქართული ენის ცენტრი,“ „მაჭახელის განათლების, კულტურისა და სოლიდარობის ფონდი“.