გენერალური კონსული მედენიეთის უნივერსიტეტის რექტორს შეხვდა
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა სტამბოლის მედენიეთის უნივერსიტეტის რექტორთან გიულფეთთინ ჩელიქთან. შეხვედრაზე საუბარი შეეხო განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. მხარეებმა განიხილეს გენერალური საკონსულოსა და მედენიეთის უნივერსიტეტის ერთობლივი ღონისძიებების ჩატარების შესაძლებლობები.
