სტამბოლის საკონსულო კორპუსის (ICC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიება
2025 წლის 4 დეკემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საკონსულო კორპუსის (ICC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სტამბოლში ავსტრიის გენერალური საკონსულოს ისტორიულ შენობაში გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში, სტამბოლის საკონსულო კორპუსის მმართველმა საბჭომ საქართველოს გენერალურ კონსულს გადაუხადა მადლობა ორგანიზაციასთან თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი წვლილისთვის.
ღონისძიებას ესწრებოდნენ სტამბოლში აკრედიტებული გენერალური კონსულები და სტამბოლის საკონსულო კორპუსის წევრები. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით, მოწვეულ სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ ქართული ღვინოები.
სტამბოლის საკონსულო კორპუსი (ICC) წარმოადგენს ასოციაციას, რომელიც აერთიანებს სტამბოლში მოქმედ გენერალურ კონსულებსა და საკონსულო წარმომადგენლებს. მისი მიზანია წევრებს შორის თანამშრომლობის, დიალოგისა და ურთიერთდახმარების გაძლიერება, ასევე ადგილობრივ ინსტიტუტებთან და საერთაშორისო საზოგადოებასთან კავშირების გაღრმავება.
