Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო

2025 წლის 18 ივნისს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ორგანიზებით ქართული ღვინისა და სამზარეულოს პოპულარიზაციისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა.
ღონისძიებას დაესწრნენ თურქეთში მოქმედი ცნობილი სომელიეები, ჟურნალისტები, ინფლუენსერები, მედიის, ასევე თურქეთის წამყვანი სავაჭრო და სარესტორნო ქსელების წარმომადგენლები. საღამოს ცნობილი თურქი ინფლუენსერი და ღვინის ექსპერტი, ოზგურ გული უძღვებოდა.
 სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურასა და ტრადიციებს, ასევე დაეგემოვნებინათ ქართულ ღვინო და ქართული კერძები.
 დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა. აღინიშნა, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ქართული ღვინის ექსპორტი თურქეთში მზარდი ტენდენციით ხასიათდება, მსგავსი ინიციატივებისა და ღონისძიებების განხორციელება კი ხელს შეუწყობს თურქეთში ქართული ღვინის შესახებ ცნობადობის ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
ღონისძიება სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერითა და თურქეთის რესპუბლიკაში ქართული ღვინის იმპორტიური კომპანიის - „Syrah Wine“-თან თანამშრომლობით განხორციელდა. ღონისძიბაზე ქართული ფოლკლორული კომპოზიციები შეასრულა სტამბოლის “ქართული ხელოვნების სახლის” ანსამბლმა - “KafDagi”