გენერალური კონსულის შეხვედრა ულუდაღის უნივერსიტეტის რექტორთან
2026 წლის 23 მარტს, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა ქ. ბურსაში, სადაც შეხვედრა გამართა ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტის რექტორთან, პროფესორ დოქტორ ფერუდუნ ილმაზთან.
შეხვედრაზე განხილულ იქნა განათლებისა და მეცნიერების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები ორი ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. ხაზი გაესვა ერთობლივი კვლევითი პროექტების განხორციელების, გაცვლითი პროგრამების ორგანიზებისა და სამეცნიერო კონფერენციების ჩატარების მნიშვნელობას.
აღსანიშნავია, რომ ბურსას ულუდაღის უნივერსიტეტში ამჟამად 21 ქართველი სტუდენტი სწავლობს სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის მედიცინის, ზუსტი და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში.
