სტამბოლის ბუნებრივი რესურსების საერთაშორისო სამიტი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა თურქეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო სტამბოლის საერთაშორისო ბუნებრივი რესურსების სამიტში.
მარიამ ქვრივიშვილი სიტყვით გამოვიდა სამიტის ფარგლებში გამართულ ენერგეტიკის მინისტრების სესიაზე „ენერგეტიკული უსაფრთხოება ცვალებად გლობალურ ლანდშაფტში: დაკავშირებადობა და თანამშრომლობა“.
ბუნებრივი რესურსების სამიტს, რომელიც თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გახსნა, სხვადასხვა ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან ერთად ენერგეტიკისა და სამთო-მოპოვებითი სექტორის წამყვანი კომპანიების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და ფინანსური ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ღონისძიების ფარგლებში, მარიამ ქვრივიშვილმა ოთხმხრივი შეხვედრა გამართა თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის წარმომადგენლებთან, სადაც მხარეებმა რეგიონული მნიშვნელობის პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ღონისძიებას და შეხვედრებს დაესწრო ქ, სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი.
