Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

2025 წლის 22 დეკემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს თანაორგანიზებით გაიმართა ქართველი მწერლის, საქართველოს პარლამენტის წევრის, აკადემიკოს, გიორგი სოსიაშვილის წიგნის (მოთხრობათა კრებული) თურქულენოვანი გამოცემის პრეზენტაცია. წიგნი თურქულ ენაზე თარგმნა ცნობილმა თურქმა ქართველოლოგმა, ჰარუნ ჩიმქემ.
გიორგი სოსიაშვილს, რომელიც საერთაშორისო დონეზე აღიარებული ერთ-ერთი თვალსაჩინო და გამორჩეული ხელწერის მქონე მწერალია,მრავალი წელია კარგად იცნობს თურქული სამეცნიერო და ლიტერატურული საზოგადოება. იგი არის თურქეთის რესპუბლიკაში გამომავალი, სამეცნიერო ჟურნალის „KARADENİZ“ - სარედაქციო კოლეგიისმუდმივი წევრი საქართველოდან; ასევე თურქეთის რესპუბლიკის საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო კოლეგიის წევრი.
ზემოაღნიშნულ ღონისძიებას ესწრებოდა საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი გაბუნია. ასევე ქ. გორის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი, პროფესორი, ალექსანდრე მღებრიშვილი, დიასპორის, ადგილობრივი სახელოვნებო, მედიისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.