ბეიოღლუს საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნა
2025 წლის 18 თებერვალს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, ბეიოღლუს საერთაშორისო კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას დაესწრო.
,,ბეიოღლუს კინოს დღეები" სტამბოლის მერიისა და სტამბოლში აკრედიტებული გენერალური საკონსულოების მხარდაჭერით იმართება.
ა.წ. 19 თებერვალს, ფესტივალის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს ეროვნული კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთთან თანამშრომლობით, ნაჩვენები იქნა გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას ფილმი - “შერეკილები”.
კინოფესტივალის გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წევრები, მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, დიპლომატიური და საკონსულო კორპუსის, ასევე მედიისა და სახელოვნებო წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.