შეხვედრა ქ.სტამბოლის სარიერის რაიონის მერთან
2024 წლის 18 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა სტამბოლის მეტროპოლიის სარიერის მუნიციპალიტეტის მერთან, ოქთაი აქსუსთან;
მერთან შეხვედრისას განხილულ იქნა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და სარიერის მერიას შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები ისეთ სფეროებში, როგორიცაა ეკონომიკა, კულტურა და ადგილობრივ თვითმმართველობებს შორის თანამშრომლობა;
მხარეებმა თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს, მათ შორის, სარიერის მერიის ეგიდით გამართულ კულტურულ და ეკონომიკური ხასიათის ღონისძიებებში ქართული მხარის მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით.