Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

გენერალური კონსული „ქართული ხელოვნების სახლს“ ესტუმრა

2025 წლის 24 მარტს, საქართველოს გენერალური კონსული სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, ეწვია „ქართული ხელოვნების სახლს“ (Gürcü Sanat Evi), სადაც გამართა შეხვედრა მის დამფუძნებელთან, იბერია ოზქან მელაშვილთან და ორგანიზაციის სხვა წევრებთან.
გენერალურმა კონსულმა „ქართული ხელოვნების სახლის“ გუნდს მიულოცა თურქეთში ახალი მუსიკალური ალბომის - „Lurci Varskvlavi“-ს გამოსვლა, რომელიც იბერია ოზქან მელაშვილისა და ქართული ფოლკლორული ანსამბლის „ქაფდაღის“ (Kafdağı) ერთობლივი ნამუშევარია. ალბომი, რომელშიც შესულია ქართული ხალხური სიმღერები უკვე ხელმისაწვდომია ყველა ციფრულ მუსიკალურ პლატფორმაზე.
შეხვედრის ფარგლებში ასევე განხილულ იქნა „ქართული ხელოვნების სახლთან“ გენერალური საკონსულოს შესაძლო თანამშრომლობის გზები, რომელიც მიზნად ისახავს ქართული ფოლკლორისა და ხელოვნების პოპულარიზაციას თურქეთში.