Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტამბოლის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან

2026 წლის 27 ოქტომბერს, ქ. სტამბოლში, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტამბოლის წარმომადგენლობის ახლადდანიშნულ ხელმძღვანელთან, ელჩთან მუჰამედ მუსტაფა ქოქსუსთან.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სტამბოლის წარმომადგენლობას შორის თანამშრომლობის აქტუალური საკითხები. დადებითად შეფასდა არსებული თანამშრომლობა და გამოითქვა მზადყოფნა მისი შემდგომი განვითარებისთვის სხვადასხვა მიმართულებით.

შეხვედრის დასასრულს, საქართველოს გენერალურმა კონსულმა ალექსანდრე ჯიშკარიანმა ელჩ მუჰამედ მუსტაფა ქოქსუსს თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.