გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი თურქეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის ორგანიზებულ იფთარს დაესწრო.
2025 წლის 11 მარტს საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი, თურქეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციის (MÜSİAD) მიერ დიპლომატიური კორპუსისთვის ორგანიზებულ იფთარს დაესწრო. ღონისძიებას თურქეთში აკრედიტებული დიპლომატიური და საკონსულო მისიების, ასევე თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
გამოსვლაში გენერალურმა კონსულმა ხაზი გაუსვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებულ სტრატეგიულ პარტნიორობას. ასევე აღინიშნა ბიზნეს ასოციაციებისა და შესაბამისი ორგანიზაციების როლი ორმხრივი სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის შემდგომი განვითარების პროცესში.
თურქეთის მწარმოებელთა და ბიზნესმენთა ასოციაციაში (MÜSİAD) გაწევრიანებულია 60,000-მდე საშუალო და მსხვილი კომპანია. ასოციაციას გააჩნია 85 საერთაშორისო წარმომადგენლობა 71 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში.