Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

შეხვედრა ქ.თექირდაღის გუბერნატორთან და თექირდაღის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან

2025 წლის 23 სექტემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი გენერალური საკონსულოს ოლქის ფარგლებში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით, თექირდაღის მხარეს ეწვია.
გენერალურმა კონსულმა შეხვედრა გამართა თექირდაღის გუბერნატორთან, რეჯეფ სოითურქთან. მხარეებმა გენერალურ საკონსულოსა და გუბენატორის ოფისს, ასევე, თურქეთის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები განიხილეს. ყურადღება გამახვილდა ეკონომიკის, ვაჭრობის, ტურიზმისა და კულტურის სფეროში თანამშრომლობის ხელშეწყობის საკთხებზე.
საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა ასევე შეხვედრა გამართა თექირდაღის სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარესთან, ჯენგიზ გუნაისთან. გენერალურმა კონსულმა სავაჭრო-სამრეწველო პალატის თავმჯდომარეს საქართველოში მიმდინარე და განხორციელებული ეკონომიკური რეფორმებისა და არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.