გენერალური კონსულის ვიზიტი ქირქლარელის გუბერნიაში
2026 წლის 22 აპრილს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი საკონსულო ოლქის ფარგლებში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან თანამშროლობის შესაძლებლობების განხილვის მიზნით, ქირქლარელის გუბერნიას ეწვია.
ქირქლარელის გუბერნატორთან, უღურ თურანთან შეხვედრისას განხილულ იქნა ეკონომიკის, კულტურის, ტურიზმისა და სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის პერსპექტივები, ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქეების საკონსულო დაცვის ეფექტიანი განხორციელების კუთხით გენერალურ საკონსულოსა და ქირქლარელის შესაბამის უწყებებთან თანამშრომლობის შესაძლებლობებზე. რეგიონის სავაჭრო და სამრეწველო პალატაში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სავაჭრო-ეკონომიკური და ინვესტიციების ხელშეწყობის შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
ქირქლარელის გუბერნიაში ვიზიტის ფარგლებში, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი ასევე ეწვია თურქეთ-ბულგარეთის საზღვარზე მდებარე დერექოის სასაზღვრო გამშვებ პუნქტს და შეხვედრა გამართა საზღვრის სამსახურის უფროსთან, ქუბილაი თარჰანთან. მხარეებმა გამოხატეს მზადყოფნა გააგრძელონ აქტიური კომუნიკაცია, გენერალურ საკონსულოსა და თურქეთის საზღვრის დაცვის სამსახურებს შორის ეფექტური თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
