საქართველოს დამოუკიდებლობის დღე ქალაქ სტამბოლში
2026 წლის 9 ივნისს, ქ. სტამბოლში, ბაზილიკა ცისტერნაში გაიმართა საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი.
დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა.
მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს დამოუკიდებლობის დღის ისტორიულ მნიშვნელობაზე, ასევე ქვეყნის უნიკალურ კულტურასა და იდენტობაზე.
„ეროვნული დღე არის სწორედ ის დღე, როდესაც საქართველოს მრავალსაუკუნოვან და მდიდარ ისტორიაზე უნდა დავფიქრდეთ. ცივილიზაციების გზაჯვარედინზე მყოფი საქართველო, საუკუნეების განმავლობაში ინარჩუნებდა თავის იდენტობას, ენასა და უნიკალურ კულტურულ მემკვიდრეობას,“ - აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.
