Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

შეხვედრა შიშლის და უსქუდარის რაიონების ახლადარჩეულ მერებთან

2024 წლის 30 ოქტომბერს და 1 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრები გამართა სტამბოლის მეტროპოლიის შიშლისა და უსქუდარის ახლადარჩეულ მერებთან, რესულ ემრაჰთან და სინემ დედეტაშთან;
მერებთან შეხვედრისას განხილულ იქნა ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოსა და ხსენებულ მუნიციპალიტეტებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები კულტურის, ეკონომიკისა და ადგილობრივი დიასპორული ორგანიზაციების მხარდაჭერის მიმართულებით. მხარეებმა თანამშრომლობისა და ერთობლივი პროექტების განხორციელების მზაობა გამოთქვეს;
შეხვედრებზე ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის არსებული სტრატეგიული თანამშრომლობის მნიშვნელობას.