გენერალური კონსულის ვიზიტი ჩანაქქალეს გუბერნიაში
2026 წლის 19 აგვისტოს, საქართველოს გენერალური კონსული ქ. სტამბოლში, ალექსანდრე ჯიშკარიანი სამუშაო ვიზიტით ჩანაქქალეს გუბერნიას ეწვია.
გენერალურმა კონსულმა შეხვედრები გამართა ჩანაქქალეს გუბერნატორთან, ომერ თორამანთან, ჩანაქქალეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან, სელჩუქ სემიზოღლუსთან და ჩანაქქალეს რეგიონული პორტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელთან, მეჰმეთ ქურშად ბიჩიჯისთან.
შეხვედრებზე განხილულ იქნა სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავების, ტურიზმის, კულტურისა და ტრანსპორტის სფეროებში თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები.
ხაზი გაესვა საქართველოსა და თურქეთს შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში რეგიონთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ახალი შესაძლებლობების ხელშეწყობის მნიშვნელობას.
