Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნა

2025 წლის 24-25 მაისს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, გენერალური საკონსულოს თანამშრომლებმა და ქართული დიასპორული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აღნიშნეს.
24 მაისს, ინეგოლში ჩატარდა ქართული ენისა და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელსაც მასპინძლობდა მარმარილოს რეგიონის ქართული ასოციაციების ფედერაცია. იმავე დღეს, ქ. ჰენდექში ქართული კულტურის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა ქართული ენის კურსის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონია. ოცამდე მოსწავლემ წარმატებით დაასრულა ქართული წერა-კითხვის კურსი და მათ საზეიმო გარემოში გადაეცათ დიპლომები.
25 მაისს, ქალაქ საქარიაში, „ბეიქოზის ბათუმის ქართული კულტურის ასოციაციის“ ინიციატივით გაიმართა ღონისძიება სახელწოდებით „ქართული-კავკასიური ზეიმი“. მასშტაბური ფესტივალის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ეთნოგრაფიული ექსპონატები, მოესმინათ ქართული სიმღერები და ენახათ ნაციონალური ცეკვები.
25 მაისს, ედირნექაფის წმ. გიორგის სახელობის ქართულ სამრევლოს ორგანიზებით საქართველოს დამოუკიდებლობის დღე საზეიმოდ აღინიშნა. საღმრთო ლიტურგია აღასრულა სამრევლოს წინამძღვარმა, მსოფლიო საპატრიარქო ტახტის არქიმანდრიტმა მამა ილიამ. ყოვლადუწმიდესი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის კურთხევით, ტაძარს ეწვია ბურსის მიტროპოლიტი მეუფე იოაკიმე, რომელმაც მიულოცა მრევლს დამოუკიდებლობის დღე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სტამბოლის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეთა სადღესასწაულო წარმოდგენა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღეს ქ. იზმირიდან სპეციალურად ჩამოსულმა ემიგრანტ ქალთა გუნდმა „ქარვის ქალები“, რომლებმაც ქართული კომპოზიციები შეასრულეს.
საქართველოს გენერალური საკონსულო სტამბოლში მადლობას უხდის ყველა მონაწილეს, ორგანიზატორსა და სტუმარს და ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.