Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარის ინიციატივით ორგანიზებული შეხვედრა

2025 წლის 2 აპრილს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა სტამბოლში ბრიტანეთის გენერალური კონსულის, ამავდროულად აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში გაერთიანებული სამეფოს ვაჭრობის კომისარის ინიციატივით ორგანიზებულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ აზერბაიჯანის, მოლდოვის, ყირგიზეთის, ყაზახეთის და უზბეკეთის გენერალური კონსულები, ასევე აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის სხვა დიპლომატიური მისიების წარმომადგენლები. განხილულ იქნა დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესაძლებლობები რეგიონში ეკონომიკური და სავაჭრო კავშირების ხელშეწყობის მიზნით.