გენერალური კონსულის შეხვედრა TÜRSAB-ის ვიცე-პრეზიდენტთან
2026 წლის 24 ივლისს ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა, საქართველოს გენერალურ საკონსულოში თურქეთის რესპუბლიკის ტურისტული სააგენტოების ასოციაციის (TÜRSAB) ვიცე-პრეზიდენტს, დავუთ გუნაიდინს უმასპინძლა.
შეხვედრაზე განხილული იქნა საქართველოსა და თურქეთს შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებისა და არსებული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები.
TÜRSAB-სა და ქ. სტამბოლში გენერალურ საკონსულოს მიერ განხორციელებული ერთობლივი პროექტების გამოცდილების გათვალისწინებით, მხარეებმა გამოხატეს მზაობა გააგრძელონ თანამშრომლობა საქართველო-თურქეთს შორის ტურისტული ნაკადების ზრდის ხელშეწყობისა და დამატებითი ერთობლივი ღონისძიებების ორგანიზების მიმართულებით.
