Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ქლაქ სტამბოლში გამართულ სამართლის საერთაშორისო სამიტში მიიღო მონაწილეობა

2026 წლის 8-9 ოქტომბერს, საქართველოს იუსტიციის მინისტრი, პაატა სალია, თანმხლებ დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით ქ. სტამბოლში იმყოფებოდა, სადაც მონაწილეობა მიიღო სამართლის საერთაშორისო სამიტის ღონისძიებაში.

ღონისძიების გახსნაზე მინისტრმა მისასალმებელ სიტყვაში ისაუბრა სამართლის უზენაესობის მნიშვნელობაზე სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესისა და ციფრული ტრანსფორმაციის პირობებში.

სამიტის ფარგლებში, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა შეხვედრა გამართა თურქეთის რესპუბლიკის იუსტიციის მინისტრთან, აქინ გიურლექთან. შეხვედრის დროს, მხარეებმა განიხილეს საქართველო-თურქეთს შორის იუსტიციის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის საკითხები.

პაატა სალიამ თურქ კოლეგას იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული რეფორმები გააცნო და აღნიშნა, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან სამოქალაქო და სისხლის სამართლის საკითხებში საერთაშორისო თანამშრომლობა ქვეყნის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

შეხვედრას იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე ბექა ძამაშვილი, თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩი არჩილ კალანდია და ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი ესწრებოდნენ.