Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world
საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

საქართველოს გენერალური საკონსულო ქ. სტამბოლში

შეხვედრა Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარესთან

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი თურქეთში ვიზიტის ფარგლებში ავიაკომპანია Turkish Airlines-ის დირექტორთა საბჭოსა და აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეს, მურათ შექერს შეხვდა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ საქართველო რეგიონში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფად მზარდ საავიაციო ბაზრად ყალიბდება, რასაც ხელს უწყობს ავიაციის ლიბერალიზაციის პოლიტიკა, ინფრასტრუქტურის მოდერნიზაცია და საერთაშორისო საავიაციო სტანდარტებთან შესაბამისობა. ხაზი გაესვა, რომ მთავრობის თანმიმდევრულმა პოლიტიკამ მნიშვნელოვნად გაზარდა მგზავრთნაკადი, მარშრუტების ხელმისაწვდომობა, ავიაკომპანიების წარმომადგენლობა და ტურისტული ნაკადები. შეხვედრას ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური კონსული, ალექსანდრე ჯიშკარიანი დაესწრო.