გენერალური კონსულის შეხვდერა გალათასარაის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის კლუბის სტუდენტებთან
2025 წლის 4 ნოემბერს, ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურმა კონსულმა, ალექსანდრე ჯიშკარიანმა გენერალურ საკონსულოში სტამბოლის გალათასარაის უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის კლუბის სტუდენტებს უმასპინძლა.
გენერალურმა კონსულმა, სტუდენტებთან ისაუბრა საქართველოს ისტორიასა და კულტურაზე, დიპლომატის პროფესიის თავისებურებებსა და გენერალური საკონსულოს საქმიანობის პრიორიტეტებზე, ასევე საქართველოსა და თურქეთს შორის მჭიდრო ორმხრივ ურთიერთობებზე. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ახალგაზრდების როლს ხალხთა შორის დიალოგისა და თანამშრომლობის განმტკიცების პროცესში.
გალათასარაის უნივერსიტეტი, თურქეთის ერთ-ერთ წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტია, ხოლო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და დიპლომატიის კლუბი 25-წლიანი ისტორიის მქონე სტუდენტური გაერთიანებაა, რომელიც ხელს უწყობს ახალგაზრდების ჩართულობას დიპლომატიის სფეროში.
