გენერალური კონსული თურქეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო
28 ოქტომბერს, სტამბოლის გუბერნატორის მიწვევით, საქართველოს გენერალური კონსული ალექსანდრე ჯიშკარიანი თურქეთის რესპუბლიკის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო მიღებას დაესწრო და გუბერნატორს ეროვნული დღესასწაული პირადად მიულოცა.
საქართველოს გენერალური საკონსულო ულოცავს თურქეთს რესპუბლიკის დაარსების 103-ე წლისთავს და უსურვებს მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას!
