საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალურ საკონსულოში
 მოქალაქეთა მიღება წარმოებს 
წინასწარი ჩაწერის (რანდევუს აღების) გზით. 
მიღებაზე ჩაწერა წარმოებს მხოლოდ ელექტრონული საიტის მეშვეობით:   
geoconsul.gov.ge

 

აბუთების გაცემა წარმოებს ოთხშაბათის, შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო (უქმე) დღეების გარდა: 16:00 საათიდან 17:00 საათამდე.

 

საქართველოს მოქალაქეთათვის საკონსულოში რანდევუს აღებისთვის საჭირო პროცედურები

  1. ააქტიურებთ საიტს https://www.geoconsul.gov.ge;
  2. ირჩევთ ელ.განაცხადის რეგისტრაციას;
  3. აჭერთ ღილაკს ,,დადასტურება“;
  4. ირჩევთ გრაფას ,,საქართველოს მოქალაქე“;
  5. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  6. აირჩიეთ საქართველოს საკონსულო სამსახური - ,,.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულო“;
  7. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  8. გამოჩნდება ქ.სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს მისამართი
  9. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  10. მიუთითეთ პერსონალური მონაცემი (რჩევა: სანამ შეავსებთ ველებს დააჭირეთ ღილაკზე „შემდეგი“ და დადასტურება. სავალდებულოა მხოლოდ გაწითლებული გრაფების შევსება. ფოტოს ატვირთვა არ არის სავალდებულო);
  11. არ მონიშნოთ ანკეტის ბოლოში არსებული გრაფა „საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა“;
  12. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  13. აირჩიეთ საკონსულო მომსახურეობის სახეობა;
  14. თითოეული საკონსულო მოქმედებისთვის საჭიროა ცალკე რანდევუს აღება (შესაძლებელია ერთდროულად რამდენიმე მოქმედების მონიშვნა);
  15. სახეობის არჩევის შემდგომ გამოჩნდება ფანჯარა, სადაც ისრის საშუალებით ირჩევთ „ვიზიტი საკონსულოში“;
  16. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  17. დოკუმენტები/კომენტარი (სასურველია ატვირთოთ დოკუმენტები)
  18. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  19. დაჯავშნეთ მომსახურების მიღების სასურველი დრო (გამოჩნდება კალენდარი. მარცხენა ზედა კუთხეში წითელ ფონზე გამოჩნდება თქვენს მიერ შერჩეული მომსახურეობის სახეობა/ები (კალათი), მაუსის კურსორით მონიშნეთ კალათი და ხელის აშვების გარეშე, გადაიტანეთ კალენდარზე, სადაც თავისუფალი დრო მონიშნულია ლურჯი ფერით).
  20. აჭერთ ღილაკს ,,შემდეგი“;
  21. გადადიხართ ელ. განაცხადის რეგისტრაციის გვერდზე, სადაც ამოწმებთ თქვენს მიერ შევსებულ ინფორმაციას და სისწორის შემთხვევაში, ბოლოში მონიშნავთ „მომსახურეობის წესებზე და პირობებზე თანხმობის შემთხვევაში მონიშნეთ შესაბამისი ველი“-ს, რომლის მონიშვნის შემდეგ ეკრანზე გამოჩნდება უსაფრთხოების კოდი, რომელიც შეგყავთ ეკრანზე გამოსახულ ფანჯარაში. აჭერთ ელ. განაცხადის რეგისტრაციას.)
  22. გაიხსნება ფანჯარა, რომელიც ადასტურებს, რომ თქვენი ელ. განაცხადი წარმატებით დარეგიტრირდა (შემდეგ ბეჭდავთ ელ. განაცხადს) სადაც მითითებულია, საკონსულო მომსახურების მიღების ფორმისა და დროის შესახებ ინფორმაცია.
  23. აჭერთ დასასრული - გამოსვლა.
  • გენერალური კონსული

Occupied Territories of Georgia

eVISA portal