საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

2018 წლის 29 ოქტომბერი. საქართველო, აზერბაიჯანი, თირქეთი - სამმხრივი შეხვედა ქ. სტამბოლში.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა, სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო აზერბაიჯანი-თურქეთი-საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივ შეხვედრაში, რომელიც ქ. სტამბოლში გაიმართა.

შეხვედრაზე მინისტრებმა მაღალი შეფასება მისცეს სამმხრივ ფორმატს, რომელიც მათი განცხადებით, ტრანსფორმირდა უნიკალურ, ყოვლისმომცველ, რეგიონალური თანამშრომლობის მექანიზმად, რაც კარგ შესაძლებლობას იძლევა სამმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა საკითხების განსახილველად.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზერბაიჯანსა და თურქეთს, როგორც საქართველოს სანდო პარტნიორებსა და მოკავშირეებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი საერთო ძალისხმევა სტრატეგიული პარტნიორობის გაუმჯობესებისათვის მოიტანს ერთობლივ სარგებელს ჩვენი ქვეყნებისათვის. ჩვენს თანამშრომლობას ამჟამად დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მიმართ მზარდი საფრთხეების ფონზე“-განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა სამმხრივი ფორმატის ფარგლებში გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

დავით ზალკალიანის განცხადებით საქართველო დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობის, სტაბილურობისა და უსაფრთხოების გაძლიერებაზე, ასევე როგორც ორმხრივ და სამმხრივ ფორმატებში აზერბაიჯანთან და თურქეთთან თანამშრომლობის განვითარებაზე ეკონომიკის, ტრანსპორტის, ენერგეტიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროებში.

  • გენერალური კონსული

Occupied Territories of Georgia

eVISA portal